ქართული სამზარეულო განთქმულია მრავალფეროვნებითა და გამორჩეული გემოებით, რაც მთელი მსოფლიოდან იზიდავს გურმანებს.
ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს შორის არის:
ხაჭაპური:
ცომისა და ყველის კომბინაცია, რომლის 47 ნაირსახეობა არსებობს. საქართველოს ყველა კუთხე მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ფორმისა და შიგთავსის მქონე ხაჭაპურით იწონებს თავს. ყველაზე ცნობილია აჭარული ხაჭაპური, რომელსაც ნავის ფორმა აქვს და მის გულსართში ცხელ ყველთან ერთად, თოხლო კვერცხი და კარაქის ნაჭერია დამატებული. ამ ინგრედიენტების ერთობლიობა კი კერძს მეტად გემრიელსა და ნოყიერს ხდის.
ხინკალი:
ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც ცომის გუფთას წარმოადგენს. ტომარასავით თავმოკრულ ცომში მოთავსებულია საქონლის, ღორის ან ცხვრის ფარში, შეზავებული სანელებლებითა და შესაძლოა მწვანილითაც. ამ კულინარიული შედევრის უნიკალურობა მის ცხელ, ცხარე ბულიონში მდგომარეობს, რომლითაც სავსეა ტომრისები ცომი. ხინკალი თავისი კონცეფციით შეიძლება მივამსგავსოთ პელმენს, რავიოლის და მანტებს. თუმცა, მისი ასე მოხსენიება არასწორია და ამასთან, ქართული კულტურისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაც იქნება, რადგან ხინკალი ადგილობრივი სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა.
ლობიო:
მოხარშული წითელი ლობიოს კერძი, რომელიც შეზავებულია ქართული სანელებლების მიქსითა და მწვანილებით. გამოირჩევა ნოყიერებითა და არომატულობით და მას ხშირად მიირთმევენ მჭადთან, ყველთან და მჟავის ასორტთან ერთად.
საცივი:
სადღესასწაულო კერძი, რომელიც კლასიკურად ინდაურის ხორცისა და ნიგვზის სოუსის კომბინაციას წარმოადგენს. თუმცა, როგორც წესი, ინდაურს ქათმის ხორცითაც ანაცვლებენ. ქათმის თეთრი ხორცისა და სანელებლებით გაჯერებული, მსუყე ნიგვზიანი მასა ძალიან ავთენტურ და საინტერესო გემოს ქმნის. საცივს ხშირად მიირთმევენ ხაჭაპურთან, ღომთან ან ელარჯთან ერთად.
თუ დაინტერესდით და ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდათ, ეწვიეთ RadioCafe-ს. რადიოკაფეს მენიუში ეროვნული სამზარეულოს გამორჩეულ მარგალიტებს შეხვდებით. გასინჯავთ როგორც ტრადიციული რეცეპტების მიხედვით მომზადებულ, ასევე საავტორო სამზარეულოს კერძებს. ეს კაფე, ერთი მხრივ, შესანიშნავი ადგილია ქართული კულინარიული ტრადიციების შესასწავლად. მეორე მხრივ, კი დაგხვდებათ სტუმართმოყვარე გარემო, რაც გასტრონომიულ თავგადასავალს მეტად სასიამოვნოს გახდის თქვენთვის.
ქართული სამზარეულოს რომელი კერძებია არაპოპულარული, მაგრამ ძალიან გემრიელი?
ქართული სამზარეულო გამოირჩევა გემოების მრავალფეროვნებით. თუმცა ზოგიერთი კერძი არცთუ ისე დიდი ცნობადობით სარგებლობს საზღვრებს მიღმა. მიუხედავად დაუმსახურებელი არაპოპულარობისა, ეს კერძები ნამდვილად ძალიან გემრიელია და აუცილებლად იმსახურებს თქვენს ყურადღებას:
ჩახოხბილი:
ჩაშუშული ქათმისა და ბოსტნეულის კერძი პომიდვრით, მწვანილითა და ქართული სანელებლების მიქსით. ჩახოხბილის სერვირება ტრადიციულად თიხის ჭურჭელში, კეცზე ხდება.
კუჭმაჭი:
ღორის, საქონლის ან ფრინველის გულ-ღვიძლისგან მომზადებული კერძი, რომელიც სანელებლების მიქსით არის შეზავებული. მისი სერვირება ბროწეულის მარცვლებითა და სურვილისამებრ, ნიგვზის ლებნებით ხდება. კუჭმაჭის შემადგენლობა შეიძლება უჩვეულოდ ჟღერდეს, თუმცა, ამ კერძის გემო ნამდვილად გაგაოცებთ.
ტყემალი:
ქლიავის გვარის ერთ-ერთი ქვესახეობისგან დამზადებული უგემრიელესი სოუსი, რომელიც მწვანილებთან, ნიორთან და ზოგჯერ აჯიკასთან შეზავებით მიიღება. ტყემალი, როგორც წესი, ხორცის ან თევზის კერძებთან მისადევნებლად გამოიყენება. ამ სოუსის რამდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა, ყველაზე პოპულარული ე.წ. ახალი ტყემალია, რომელსაც სეზონურად მიირთმევენ ასევე ახალ კარტოფილთან ერთად.
ელარჯი:
სიმინდის ფქვილის, ღერღილისა და სულგუნის ყველისაგან დამზადებული კერძი რომელსაც ძალიან სქელი ფაფის კონსისტენცია აქვს. ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია სამეგრელოსა და აფხაზეთში. ელარჯი, როგორც წესი, მეგრულ ხარჩოსთან ან გებჟალიასთან ერთად მიირთმევა.
თუ თბილისში იმყოფებით და ეძებთ ადგილს, სადაც უცხო, თუმცა გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, გირჩევთ ნამდვილი ქართული სამზარეულოს რესტორნებს ეწვიოთ, როგორიცაა RadioCafe. რადიოკაფეში დაგხვდებათ ტრადიციული კერძების მრავალფეროვანი არჩევანი და მეგობრული, მყუდრო გარემო.
რა კერძები არსებობს საქართველოში, რომლის შესახებაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ იციან?
საქართველოში ბევრი ისეთი კერძია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაკლებადაა ცნობილი. თუმცა ისინი ადგილობრივი სამზარეულოს უნიკალურობასა და მრავალფეროვნებას ძალიან კარგად ასახავს. მათ შორისაა:
გებჟალია:
ტრადიციული კერძი სამეგრელოს რეგიონიდან, რომელიც ჩვილი სულგუნის ყველისგან მზადდება. ეს კერძი სხვადასხვა ვარიაციით მზადდება, – რძე, მაწონი, ნადუღი, ხაჭო. თუმცა, ყველა ვერსიაში აუცილებლად გამოიყენება დანაყილი პიტნა და ქორფა ქინძი. ამ კერძს, როგორც წესი, ღომთან ერთად მიირთმევენ. ამ ორი კერძის კომბინაცია საქვეყნოდ არის ცნობილი და უპირობოდ, მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი მარგალიტია.
ჩაქაფული:
ბატკნის ან ხბოს ხორცისგან მომზადებული ცხელი კერძი. ჩაქაფული დიდი რაოდენობის მწვანილების მიქსის, ხორცისა და ტყემლის ჩაშუშვით მზადდება, რაც მას გამორჩეულ მადისაღმძვრელ არომატს ანიჭებს. ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია გაზაფხულზე.
კუპატი:
ღორის ან საქონლის ხორცისგან მომზადებული ცხელი კერძი. კუპატს აქვს ძეხვეულის ფორმა და ის სავსეა სანელებლებით შეზავებული დაკეპილი ხორცით. როგორც წესი, კუპატი იწვება ტრადიციულ ქართულ “ტაფაზე” – კეცზე. სერვირებაც, შესაბამისად კეცით ხდება, ხოლო გასაფორმებლად და კერძში სიმჟავის ელემენტის დასამატებლად, გამოიყენება ბროწეულის მარცვლები.
შქმერული:
კარაქში შემწვარი და შემდეგ ნივრის წვნიანში მოთავსებული ქათმის ხორცისგან მომზადებული ცხელი კერძი. შქმერული კუპატის მსგავსად, კეცზე მზადდება, რაც მას განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს. მიუხედავად მარტივი რეცეპტისა, ეს კერძი გულგრილს არ დაგტოვებთ. ის
რაჭული სამზარეულოს ნამდვილად გამორჩეული მარგალიტია და თანაბრად პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებში.
საბოლოო ჯამში, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კერძები მიუხედავად დაბალი ცნობადობისა, შესანიშნავად ასახავს ქართული კულინარიული ტრადიციების სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას. თუ უნიკალური ქართული კერძების გასინჯვას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ადგილობრივ კაფეებსა და რესტორნებს ეწვიოთ, როგორიცაა RadioCafe.
ეს კაფე თბილისის შუაგულში მდებარეობს, ორბელიანის მოედანზე და თანამედროვე ქართულ სამზარეულოს კერძებს გთავაზობთ. ამასთან ერთად, დაგხვდებათ მეგობრული და სტუმართმოყვარე გარემო.
(R)
კომენტარები