თანამედროვე სამყაროში ყურსასმენები ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ნივთად იქცა და ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს. ადამიანებს ნებისმიერ გარემოებაში შეიძლება დაგვჭირდეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, საყვარელი მუსიკის, ან თუნდაც ახალი პოდკასტის მოსმენა და განტვირთვა. ასეთ მომენტებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის ხარისხსა და მულტიფუნქციურ დიზაინს, რადგან სწორედ ეს მახასიათებლები განსაზღვრავენ შენს კომფორტს.
აღნიშნული და კიდევ სხვა ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტების მიხედვით განარჩევენ კაბელიან და უკაბელო ყურსასმენებს. მომხმარებლის ნაწილი ფიქრობს, რომ უკაბელო ყურსასმენები ბევრად რელევანტურია თანამედროვე სამყაროში, რადგან ისინი მეტ თავისუფლებას გვაძლევს მოვუსმინოთ ხმოვან პროდუქტს ვარჯიშის, ცეკვისა თუ ნებისმიერი სხვა აქტივობისას. ამის პირისპირ ნამდვილად ღირს კაბელიანი ყურსასმენების განხილვა, რადგან მათი გამოყენებისას დროში შეზღუდული არასდროს ვართ.
ორივე ტიპის ყურსასმენს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ, თუ საუკეთესო ყურსასმენის შერჩევას VELI.store-ზე გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია გქონდეს ინფორმაცია შემდეგ მახასიათებლებზე:
ფასი
ბუნებრივია, რომ პროდუქტის შეძენისას ყველას გვაქვს განსაზღვრული ბიუჯეტი. ეს შეიძლება იყოს მჭიდრო და მკაცრად დაგეგმილი ან საკმაოდ ფართო და ცვალებადი, ამიტომ სანამ უშუალოდ შერჩევამდე მივალთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კაბელიანი ყურსასმენები შედარებით უფრო ბიუჯეტურია ვიდრე უკაბელო. ამ უკანასკნელს რასაკვირველია თავისი მიზეზიც აქვს – ეს იმიტომ ხდება, რომ უკაბელო ტექნოლოგია გაცილებით უფრო ძვირია.
თუმცა, ამასთან თუ შენ პორტაბელურობა, მობილურობა და კომფორტი გჭირდება, ეს უკაბელო ყურსასმენით გაცილებით მარტივად მიიღწევა. მომხმარებლის ნაწილი სწორედ ამ მიზეზით ანიჭებს უკაბელო ყურსასმენებს უპირატესობას. მათ ნამდვილად უღირთ შედარებით მაღალი ფასის გადახდა, მეტი კომფორტისთვის. უკაბელო ყურსასმენები ასევე შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე უნიკალურ ფუნქციას, რომელიც ამართლებს მის ღირებულებას. ზოგიერთი უკაბელო ყურსასმენი საშუალებას გაძლევს დაუკრა, გამოტოვო ან შეაჩერო მუსიკა და მართო ზარები შენი მობილური ტელეფონის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოღების გარეშე.
მეორეს მხრივ, სადენიანი ყურსასმენები უფრო იაფია, შესაბამისად, ფასის თანაფარდობის თვალსაზრისით, სადენიანი ყურსასმენები, როგორც წესი, აქ ლიდერობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ უზრუნველყოფენ მაქსიმალურ კომფორტს სხვადასხვა გარემოებაში, შენ მაინც გაქვს გარანტი, რომ ფილმის ან მუსიკის მოსმენისას არ დაგჭირდება გაჯეტის დამუხტვა.
ბატარეის ხანგრძლივობა
რადგან უკვე ვახსენეთ, რომ კაბელიანი ყურსასმენები მოსმენის დროში არასდროს შეგვზღუდავს, დროა უკაბელო / ბლუთუზ ყურსასმენებსა და მათი ბატარეის ხანგრძლივობაზე ვისაუბროთ.
VELI.store-ზე უკაბელო ყურსასმენების დიდი ნაწილი წარმოდგენილია ენერგიის დაზოგვის ან სხვა მსგავსი ფუნქციებით. რა საკვირველია, კატეგორია „უკაბელო ყურსასმენები“ უამრავ სხვადასხვა ტიპის, მოცულობისა და დანიშნულების პროდუქტს აერთიანებს, ამიტომ რთულია თქვა საშუალოდ რამდენია მათი ბატარეის ხანგრძლივობა. ამ და სხვა დეტალურ ინფორმაციას თითოეულ მოდელზე, მათსავე აღწერაში იპოვი.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდები, რომელთა შორისაც შენ არჩევანს გააკეთებ, მთლიანად ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის კომფორტზე, ანუ არც უსადენო და არც სადენიანი ყურსასმენების შეძენის შემთხვევაში არ მოგიწევს მათ მუდმივ დამუხტვაზე ფიქრი.
ხმის ხარისხი
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ სადენიანი ყურსასმენების უმეტესობა ხმის გაცილებით მაღალ ხარისხს გვთავაზობს, ვიდრე უსადენო. ეს შეიძლება დიდ პლუსად ჩაითვალოს მათი შედარებისას, მაგრამ უკაბელო ტექნოლოგიების უახლესი მიღწევებით, ხმის ხარისხი საკმაოდ გაუმჯობესდა, რაც ნიშნავს, რომ VELI.store-ზე შერჩეული ყურსასმენების უმეტესობა, სახეობის მიუხედავად, ხმის მაღალი ხარისხით ხასიათდება.
სადენები
მართალია სადენიანი ყურსასმენების შერჩევისას შენ არ გჭირდება ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის ცოდნა, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კაბელები და მათი ხარისხი. დაზიანებული მავთული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა კაბელიანი ყურსასმენების გამოყენებისას, ამიტომ მნიშვნელოვანია შეიძინო ბრენდი, რომელიც გამძლეობას და ხანგრძლივ მოხმარებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული მახასიათებლების განხილვის შემდეგ, კითხვაზე, თუ რომელია უკეთესი: კაბელიანი თუ უკაბელო ყურსასმენები, საბოლოოდ მაინც ერთ აზრამდე მივდივართ, თუ პროდუქტი მაღალი ხარისხისაა, ეს უკვე ნიშნავს რომ შენ გაქვს კომფორტის გარანტია. VELI.store ონლაინ მაღაზიაა, სადაც შეხვდები: Apple, Marshall, JBL, SONY, Beats და სხვა ყველასთვის ცნობილი, სანდო და გამოცდილი ბრენდების პროდუქციას.
როგორ მუშაობენ კაბელიანი და უკაბელო ყურსასმენები
კაბელიანი ყურსასმენები დღეს ძალიან პოპულარულია მელომანებში, მუსიკოსებსა და უბრალოდ ამ სტილის მოყვარულებში. როგორც წესი, ასეთი ყურსასმენები გამოირჩევა მყარი დიზაინით და სხვა ტიპის ყურსასმენებთან შედარებით ტრადიციული ვიზუალი აქვს. ასევე, რადგან სადენიანი ყურსასმენები ანალოგურ (სადენით მიწოდებულ) სიგნალს იღებენ, მათ შეუძლიათ მეტი მონაცემის დამუშავება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხმის უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს.
უკაბელო ყურსასმენები ტრადიციული სადენიანი ყურსასმენებისგან განსხვავებით, უსადენო კავშირს სხვადასხვა მოწყობილობებთან რადიო გადამცემი ტექნოლოგიის საშუალებით ამყარებენ. თუ აქტიური ცხოვრების რეჟიმი გაქვს, უკაბელო ყურსასმენები ნამდვილად მშვენიერი არჩევანია, რაც შეეხება მათ დამუხტვას, ველიზე წარმოდგენილი უკაბელო ყურსასმენები საშუალოდ 20-30 საათს მუშაობენ, რაც სრულიად საკმარისია მათი მუდმივი გამოყენების შემთხვევაშიც. ამას ემატება მათი დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი, რაც გასაგებს ხდის მსგავსი ტიპის გაჯეტების პოპულარობას.
აქვე მნიშვნელოვანია ხმის იზოლირების ფუნქციაც, რომელიც აქვს ველის როგორც უკაბელო, ისე კაბელიან ყურსასმენებს.
VELI.store-ის ციფრულ დახლებზე შეძლებ შეიძინო ღია და დახურული ტიპის, სპორტული, ყოველდღიური, უსადენო (True wireless) , ყურში მოთავსებადი (in ear) და გეიმერული ყურსასმენები. ნამდვილ მელომანებს, ან პროფესიონალ მუსიკოსებს, რომელთათვისაც ხმის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენთან ყველაზე დიდი არჩევანი დახვდებათ. ასე რომ, იშოპინგე VELI.store-ზე, დაზოგე დრო და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
კომენტარები