გიორგი ვაშაძის პარტიამ, „ახალი საქართველო“ ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” დატოვა. ის არჩევნებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მიიღებს.
არჩევნებში გიორგი ვაშაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“.
გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევანი მარტივია ან „აღმშენებლობა, ან დამსხვრეული ოცნებები“, – განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა და სტრატეგია “აღმაშენებლის” ექსპერტებმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.
გიორგი ვაშაძე:
„საქართველო იმყოფება უმძიმეს ვითარებაში, მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღე ებრძვის სიღარიბეს და შიმშილს. ასობით ათასი ადამიანი არის უმუშევარი, ახალგაზრდები საქართველოში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ, პენსიონრები უსამართლოდ მაღალ პროცენტს იხდიან ძვირიანი წამლების შესაძენად აღებული სესხისთვის. ყველაფერ ამაში დამნაშავეა დამასხვრეული ოცნებების პარტია. დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. მე მინდა, კითხვა დავუსვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვცხოვრობთ ჩვენ უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ ვცხოვრობდით? შეასრულა რომელიმე პირობა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ?! რა გააკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში?! უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია, 45 ათასით შემცირდა ბოლო 4 წლის მანძილზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა. ამას ვამბობ კორონავირუსამდე პერიოდამდე. შესაბამისად, დღეს გადამწყვეტი მომენტია, რომ 31 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქეებმა”
მან ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმის შესახებ, სადაც გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები იქნებიან პოლიტიკური პარტნიორებისთვის ცნობილია.
“ყველა პარტნიორს ვესაუბრეთ, ისინი ინფორმირებულები არიან. პირველი, საერთო ფრონტის შენარჩუნება გვჭირდება. ეს არის არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზანი და მაჟორიტარებში თანამშრომლობა, სადაც ეს მოხერხდება. არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს.”
კომენტარები