ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა:
,,მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა იმპერია, რუსეთის იმპერია, ორი საუკუნე ჩვენ თითქმის ჩაგვრაში ვიყავით. შეიძლება ზოგს მოწონდა იაფი ავიაბილეთები. მაგრამ, როდესაც გაგითეთრებენ შენს ტაძრებს. ქიზიყშიც ბევრი ტაძარი დაგვინგრიეს, დაგვიშალეს. კარგად ვიცით, რომ დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, ქართველი თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით, ისე ძალიან გაჭირდება. ცივილიზაციების ომია. არის რუსული ცივილიზაცია და სხვა დახვეწილი იმპერიალიზმი, თავი არ მოვატყუოთ.
უკრაინაში რა ხდება? რუსმა რა იცის, შიშველი ხელით დაეჯახოს, მიწები არ ჰყოფნის. იმოდენა სახელმწიფოა, დღეს ახლა მერვედი ხომ მაინც იქნება, მაინც უკრაინა მოინდომა. მანამდე საქართველოზეც გახსნილი ჰქონდა მადა.
შეგვიტია ჩვენ, შემდეგ სამოქალაქო ომი გამოიწვია, არაეროვნული ძალები მოიყვანა ჩვენს ხელისუფლებაში. დადგა დრო და ჩვენს ერს, ხელისუფლებები არ ექცეოდნენ ისე, როგორც იმსახურებდნენ. მათ ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა, გააგდეს.
რა ხდება დღეს? – საქართველოს გზა ევროკავშირში არისო, გასაგებია. მე გითხარით, რომ ქართველმა აირჩია უფლის გზა და ეს ევროკავშირმაც იციოდეს და იმ დაბრმავებულმა რამდენიმე ევროპარლამენტარმა რომრელიც ძალიან ცუდად გვექცევა.
დღეს რა ხდება? – რუსეთმა გააუქმა ვიზები, ფრენები დაუშვა. თავიდანვე ვთქვი, როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტობრივად რუსეთზე მიგვაბა. ახლა რუსი რას გააკეთებს ჩვენ ინ ჩავიხედავთ მაგათი პირველი პირების თავებში. უნდა შეგზღუდავს უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო რა შენ დაუწესო რამე? “
კომენტარები