“FOR.GE”-ს დამფუძნებელი, გიორგი იაკობაშვილი, წერს:
“ალბათობის თეორიას 35 წლის წინ ვსწავლობდი… ბუნდოვნად მახსოვს, ამიტომ, დარგის ექსპერტებს ვთხოვ მითხრან, რა ზომა-წონის ალბათობა არსებობს იმისა, რომ:
ა) გახარია და სააკაშვილი შემთხვევით ერთდროულად აღმოჩნდნენ აშშ-ში;
ბ) შემთხვევით ერთდროულად აღმოჩნდნენ აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში;
გ) შემთხვევით ერთდროულად აღმოჩნდნენ აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონის ერთ სასტუმროში.
ვთანხმდებით, რომ საქართველოს მსგავსად ამერიკაც ერთია (ამერიკავ, ლამაზო, სხვა ამერიკა სად არის?), მაგრამ ვაშინგტონში სასტუმრო არის ბევრზე ბევრი, უამრავი და ურიცხვი და მათგან ერთ-ერთს “უოტერგეიტი” ქვია…
ჰოდა, როგორია იმის ალბათობა, რაც “გ” პუნქტში ჩამოვაყალიბე?
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საკუთარი სახლიდან გამოსულ გახარიას, რომელსაც დილიდან აწუხებდა სურვილი, რომ სწორედ იმ დღეს გაეკეთებინა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, ალაყაფის კართან, შემთხვევით, სწორედ სააკაშვილისეული ტელეკანალიზაციის ჟურნალისტები დახვდნენ…
მაშინ მე, როგორც დარგის (ჟურნალისტურ-პაპარაცული ჩასაფრებისა და შემთხვევითობის კორელაცია) სპეციალისტმა ეს სიტყვა – შემთხვევით – ჩავსვი ბრჭყალებში და დავაჰაჰავე კიდეც.
ჰოდა, ახლა ველი დარგის სპეციალისტთა შეფასებას, ხოლო მანამდე, ნება მომეცით, “ა”, “ბ” და, განსაკუთრებით, “გ” პუნქტებში ნახსენები სიტყვა “შემთხვევით” ბრჭყალებში ვიგულისხმო.”
კომენტარები