დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გარე სივრცეში შეკრების დროს პირბადის ტარება აუცილებელია. მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობა ქუჩაში დისტანციას არ იცავს და არც პირბადე უკეთიათ.
“ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა იხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით ხუთი, ექვსი, შვიდი ათი ადამიანი, იგივე გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. ინფექცია ქვეყანაში ჯერ კიდევ არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა”
“ალია” – თუ იკრიბებით ხუთი, ექვსი, შვიდი ათი ადამიანი, იგივე გარე სივრცეში – პირბადე აუცილებელია, თუ იკრიბებით ათზე მეტი და თუ თქვენთან ერთად მინიმუმ ორი მედიკოსია – პირბადე, როგორც ფოტოდან ჩანს, საჭირო აღარაა.
ფოტო გადაღებულია 22 მაისს.
კომენტარები