ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
ეს პოსტი შეინახეთ და როცა ზოგიერთები იკითხავენ, რატომ დაგვასანქცირესო, სახეზე ააფარეთ.
არსებული ინფორმაციით, ათობით ირანის IRGC-ის (ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსი, რომელიც აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი) კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.
ბოლო მათგანი იყო 4 სექტემბერს გაურკვეველი დანიშნულებით. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ირანი სწორედ ამ გზით აწვდის შეიარაღებას რუსეთს, რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
კარგად დააკვირდით ამ რუკას. აზერბაიჯანმა არ მისცა მათ საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება, ხოლო საქართველომ – მისცა. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
კომენტარები