ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,არაძალადობრივი პროტესტი არის ფაქტიურად დისციპლინა – იკვლევენ, სწავლობენ, ასწავლიან, ატრენინგებენ, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში, არა იმიტომ, რომ ვინმეს და რამეს დამხობა უნდათ, იმიტომ, რომ ადამიანებმა იცოდნენ როგორ გამოხატონ ეფექტურად და როგორ დააორგანიზონ სწორად მათი პროტესტი, იქნება ეს პროფკავშირები, არტისტები თუ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი ყველგან, გარდა ავტორიტარული რეჟიმებისა, სადაც მსგავსი რამის ხსენებაზეც კი კრუნჩხვა ემართებათ და შეთქმულებები ელანდებათ. ქოცებს უნდათ აზროვნების რუსულ–ბელორუსულ ყაიდაზე გადაგვრთონ, რომ ეს სასაცილო ამბები სერიოზულად აღვიქვათ. უნდათ რომ მათი ჭუჭრუტანიდან ვუყუროთ სამყაროს, გონებაშეზღუდულებმა. ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ დავცინოთ. და როცა იქნება შესაბამისი მომენტი, სულ ერთ ადგილზე უნდა შევტენოთ ეს წლობით დაგროვილი ბოდვები.”
კომენტარები