რატომ დააზიანეს აღსრულების ბიუროს ავტომობილი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს – ამ კითხვაზე დაკავებულმა თავად გასცეს პასუხი. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ერთადერთი მიზეზი ყურადღების გადატანა იყო, რადგან ხედავდნენ, რა მეთოდებით უსწორდებოდნენ სამართალდამცველები მარინა ხატიაშვილის ოჯახს და მის მხარდამჭერებს.
დაკავებული აქტივისტები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ. ისინი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
კაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
სიტუაცია დაიძაბა იმით, რომ საცხოვრებლის კარი შეანგრია აღსრულების პოლიციამ და იწყებოდა გამოსახლება, სწორედ ამ პროცესში მომაფიქრდა, რომ ზიანი მიმეყენებინა მათი კუთვნილი ავტომობილისთვის, ყურადღება გადამეტანა სწორედ ამაზე და დროებით შეჩერებულიყო გამოსახლება,“ – ამბობს კაკო ჩიქობავა.
“თუ არ გათავისუფლდებიან, თავიდან ვერ აირიდებთ სტუდენტების მასშტაბურ აქციებს” – სტუდენტები
კომენტარები