„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბატონო ბიძინა ვერსად წახვალთ! ძალიანაც გინდათ მაგრამ…
ყოველთვის, როცა ნაგვის ურნაში მომზირალ ადამიანებს დავინახავთ, თქვენ მოგიკითხავთ…
ყოველთვის, როცა მშიერი ბავშვები, გაყინულ სახლებში, ცარიელ ქვაბებში ჩაიხედავენ, მათი მშობლები თქვენ გაგიხსენებენ…
ყოველთვის, როცა მაღაზიაში შესული მოხუცი დახლიდან პროდუქტს აიღებს და რამდენიმე წუთში უკან დააბრუნებს რადგან გაიაზრებს რომ შემდეგ დღეებში პურსაც ვეღარ იყიდის, მაშინაც თქვენზე ამოიოხრებს…
ყოველთვის, როცა ადამიანები ექიმის დანიშნული რეცეპტიდან მხოლოდ იმას იყიდიან აფთიაქში რასაც გაწვდებიან, თქვენი სახელი იმ სიმწრით დაჭმუჭნულ რეცეპტებზეც ამოიკითხება…
ყოველთვის როცა დამცირებული ადამიანები სარკეში ჩაიხედავენ ყველგან თქვენი ჩრდილი იქნება, როგორც ,,შემოქმედის”…
ყოველთვის როცა …
ყოველთვის როცა …
ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili“
კომენტარები