„შარლ მიშელის დოკუმენტი, მისი პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის, ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჟურნალისტების მიერ ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ამ პოლანიზაციის ინტერესი საქართველოში პოლარიზაციის კლების მიმართ.
„რა თქმა უნდა, ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს. თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ და დაიკლოს დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა , რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭეს მოსახლეობამ. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩემი აზრით, ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად, რომ მათ სურთ საქართველოში ახლა საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა,“- განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 8 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
კომენტარები