ფსიქოლოგი, ნათია მეზვრიშვილი:
მის სტუდენტს რომ ჯერ ცემით კლავდნენ და შემდეგ გასაქრობად მიათრევდნენ, თუ გახსოვთ, უნივერსიტეტის რექტორმა გამოუცხადა პოლიციელებს, ფსიქიკური დაავადება აქვსო. ასე სცადა გადარჩენა. როგორც ჩანს, შემდეგ ამ მხსნელ ვერსიას ოჯახიც გაჰყვა. ტრაგედიაა, რომ ფსიქიკური დაავადების მიწერაა ქალისთვის საჭირო, რომ სიკვდილს გადაურჩეს, მაგრამ როცა საშინელ ქვეყანაში ცხოვრობ, ბედნიერებაა რომ ასეთი რექტორი ჰყავთ სტუდენტებს და ასეთი ქმარი ქალს.
კომენტარები