ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველო-ჩეხეთის თამაშზე წერს:
,,როცა საუკეთესო მოთამაშე ხდება მეკარე, ეს კარგად მეტყველებს მეკარეზე, მაგრამ ცუდად მეტყველებს გუნდზე.
ამ ფაქტით ყველაფერია ნათქვამი დღევანადელ თამაშზე.
თურქეთთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, ჩეხეთთან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ არ წავაგეთ. ის კი არა, კინაღამ მოვიგეთ.
ამით ყველაფერია ნათქვამი ფეხბურთზე.
საქართველოს ნაკრებზე კი რისი თქმა შეიძლება?
სიმართლე გითხრათ, მე ამ ჩემპიონატზე ნაკრების კარგ თამაშს უფრო ვგულშემატკივრობ, ვიდრე მერვედფინალში გასვლას. განა, მერვედფინალში გასვლა არ მინდა, მაგრამ კარგად თამაში უფრო მინდა. ამიტომაც თურქეთთან წაგებული თამაშით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე – ჩეხეთთან ფრით.
თუმცა მეფიქრება იმაზე, რომ შეიძლება თურქეთთან კარგად თამაში იმან განაპირონა, რომ თურქებს მთელი თამაში პრესინგი არ შემოუთავაზებით, ხოლო ჩეხებმა 90 წუთი ცხენებივით სირბილი არ დაიზარეს და შედეგად საკუთარი საჯარიმოდან ცხვირი არ გამოგვაყოფინეს.
ნაკრებს თითქოს ზოგადად პროგრესი აქვს, მაგრამ მთავარი ნაკლი რაც გვაქვს, იქ ძვრა არაა. ისევ ძველებურად გვიჭირს ჩვენი მხრიდან პრესინგის თამაში და მეტოქის პრესინგიდან გამოსვლა. როგეორც კი ისეთი მეტოქე შეგვხდბეა, რომელსაც პრესინგის თამაში შეუძლია და ამის სურვილიც აქვს, ეგრევე უმწეოები ვხდებით.
ძალიან ვაგებთ ცენტრს, როგორც ტქნიკურად, ისე ფიზიკურად, ასევე გაბარიტებით. ჩეხ ფეხბურთელებთან შედარებით ჩვენი ნახევრმცველები ჩია კაცებად ჩანდნენ. ამიტომაც ამჯერად ქოჩორას გაუჭირდა ორთაბრძოლების მოგება.
ფიზიკაში ჩამორჩენას დაემატა ტექნიკაში ჩამორჩენაც, რადგან კიტე არ გყვავს და მწვრთნელმა ამას ჩაკვეც გამოაკლო. ფლანგებზე გააკეთა აქცენტიო და ფლანგებმა როგორ უნდა იმუშაოს, ღუ საჯარიმოდან ვერ გამოდიხარ? ამიტომ ყოვლად გაუმართლებელი გამოდგა ჩაკვეს ძირითადში არდაყენება.
ბუდუს არგამოყვანაც უცნაური გადაწყვეტილებაა, თუმცა პოლიტიკას აქ გამოვრიცხავ. შეიძლება ქვილითაია იმიტომ ამჯობინა, რომ უფრო მაღალია და მეორე სართულზე კარგად იბრძვის, შესაბამისად, როცა საჯარიმოდან მოკლე პასებით ვერ გამოდიხარ, წინ მაღალი კაცი გჭირდება, რომ პირველ ბურთზე იბრძოოლოს.
ამ მატჩის დაწყებმადე დავწერე, რომ დღეს ნაკრების გარდა პერსონალურად კვარასაც ვგულშემატკივრობდი, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი არაფერი გამოუვიდა (მის ანგარიაშზე რეალურად ერთი გარღვევაა, როცა მექვაბიშვილმა ააცილა). ეს ნაწილობრივ შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ გუნდი სულ დაცვაში იყო და მასთან ბურთი იშვიათად მიდიოდა, კვარას კი ფრთების გასაშლელად შეტევაში მყოფი გუნდი ჭირდება, მაგრამ ეს ვერ ცვლის ფაქტს, რომ ორი თამაშია, მართალია, ცუდად არ თამაშობს, თუმცა გაბრწყინებას ვერ ახერხებს და ეს ძალიან დამაფიქრებელია, რადგან კვარა დღეს მთელი ქართული ფეხბურთის ლოკომოტივიაა და თუ მისი პროგრესი გაჩერდა, ქართული ფეხბურთის ძლივს დაძრული მატარებელიც გაჩერდება, ამიტომ ის კი არ უნდა აკრიტიკოთ, უნდა უგულშემატკივროთ.
რაც შეეხება პორტუგალიასთან თამაშს, ჩვენი ერთადერთი იმედი ისაა, რომ მათ უკვე ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს და შეიძლება პრესინგისთვის სირბილი დაეზაროთ. თუ არ დაეზარათ, მაშინ მაგ თამაშს ერთადერთი ინტრიგაღა დარჩება: ჩვენი ბიჭებიდან ვინ გაუცვლის რონალდოს მაისურს (ნახევარი გუნდი მისი ფანია).”
კომენტარები