ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია:
,,კიდევ ერთი თხოვნა!
~ ეს ქსელი უზარმაზარ აუდიტორიას გულისხმობს და ასეც არის; თუნდაც ამიტომ ცოტა უხერხულია, როცა აქ და ტელეკრანზე ადამიანები საკუთარ თავს კნინობითი, ანუ მოფერებითი ფორმით მოიხსენიებთ.
~ სხვას, თუ ძალიან ახლობელია, შეიძლება მიმართო ალერსით, მაგრამ ადამიანი საკუთარ თავს ეფერებოდეს, ცოტა უცნაურია.
~ სამაგალითოდ ისევ ჩემს ძველ კოლეგას {“ომამდე” მეც ვიყავი ჟურნალისტი} მოვუხმობ: “დიანა” მშვენიერი სახელია, მაგრამ მის “პატრონს” მაინც “დიკო” ურჩევნია.
~ სხვებისგან ეს კიდევ, ასე თუ ისე, ასატანია, მაგრამ როცა წამყვანი ამბობს, “მე ვარ დიკო ჯოჯუაო”, ცოტა უხერხული მგონია.
~ ეს ეხება მიშასაც, თიკასაც, ნანუკასაც, ნანკასაც, ზუკასაც, გუკასაც, ნიკასაც; ყველას ვერც ჩამოთვლი!!!!
~იქნებ ამაზეც დავფიქრებულიყავით?”
კომენტარები