პირველი სუბიექტი, ვინც ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა, ეს იყო გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამა. როდესაც მას კითხვები არ აქვს, მორალურად, როგორც მინიმუმ, ეს ჩემთვის არის ინდიკატორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ შოთაძეს დავალებას ვერ მივცემთ. წინა პერიოდისგან განსხვავებით, პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო. პროკურატურა აღარ შედის მთავრობის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში. ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები მოიხსნა. პირველი სუბიექტი, ვინც კითხვებს სვამდა, ეს იყო გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამა. როდესაც მას კითხვები არ აქვს, მორალურად, როგორც მინიმუმ, ეს ჩემთვის არის ინდიკატორი. საზოგადოებაში კითხვის ნიშნები მოხსნილია.
ამ შემთხვევაში, ფორმალურის გარდა, ირაკლი შოთაძეს მიეცა რეალური პრაქტიკული და მორალური საშუალება კონკურსში მიღების. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ადამიანს, რომელზეც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ უფრო იმსახურებდა გენერალურ პროკურორობას განვლილი საქმიანობა”
როგორც ზაზა სარალიძეს “ალიასთან” საუბრისას არაერთხელ უთქვამს, მას აქვს კითხვები პროკურორთან – არ ვიცით რა ინფორმაციას ფლობს მამუკა მდინარაძე, იქნებ, საქმის გამყალბებელი პროკურორები დასჯილნი არიან?
კომენტარები