არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელ ალექსანდერ მალკევიჩი იმყოფებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს.
რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ჯილდო ათი მილიონიც კი გამოაცხადდა.
იყო თუ არა “ქართული ოცნების” მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული პირი, რომელიც ამერიკული გამოძიების თანახმად ამერიკის არჩევნებშიც კი ჩაერია?
სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენედა თავის კომპანიას – ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.
მალკევიჩი საზოგადოების განვითარების საკითხებში რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ასევე იყო სანქტ-პეტერბურგის ტელეარხის გენერალური დირექტორი 2021 წლის იანვრიდან · მალკევიჩი იყო რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო პალატის წევრიც.
კომენტარები