რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი კომპანია “ენკას” ფინანსურ ანგარიშზე საუბრობს, ამ ანგარიშის თანახმად კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა:
“ენკას დემონტაჟი ორი თვეა დაწყებული აქვს. რაც ახლა კომპანიის ფინანსური დოკუმენტიდან გასაჯაროვდა, ესეც ფაქტობრივად, ადრე მოხდა, უბრალოდ, ახლა გახდა ცნობილი. იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ასაიდუმლოებს ამ პროცესს, რომ საზოგადოებისთვის ცხადი არ იყოს რა ხდება. იმიტომ, რომ ცალკეული პერსონებისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დგება. იმიტომ, რომ მათ ჩვენთან დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, რომ ასე გავხადოთ საზოგადოებისთვის ცხადი, თუ ვინ არის პროცესში დამნაშვე. არბიტრაჟში მიდის თუ არა საქმე, ამასაც არ ამბობენ, რადგან აქ უკვე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ან მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა – რთულ დღეში არიან.”
ჩვენ ვრჩებით ჯერჯერობით გუმათში. ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით. საზოგადოებას ჩვენ მაინც ხო უნდა მოვუყვეთ, რა ხდება იქ. როგორც კი წავა, კარვების ეტაპი დამთავრდა და შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ამასთან დაკავშრებით გავაკეთებთ განცხადებას”.
კომენტარები