უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაცია “რეაქციაში” “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელმა გაახმოვანა.
მამუკა მამულაშვილი:
ასეთი ბიჭების სისხლით საქართველო იღებს კანდიდატის სტატუსს და ინარჩუნებს ცივილიზებული ქვეყნის იმიჯს, ჯერ კიდევ. ამ ბიჭების ძალიან დიდი დამსახურებაა იმის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ევროპული სახე. ბიჭები დაეცნენ ბრძოლაში, ეს არის სპეციალური დანიშნულების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელმაც განახორციელა შეტევა აღმოსავლეთ მიმართულებაზე და საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. დაიღუპა სამწუხაროდ, ორი მებრძოლი, დაჭრილები მოემატნენ – 11 ადამიანია დაჭრილი. რთული ბრძოლებია, იმიტომ, რომ არის შეიარაღების დეფიციტი.“
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები