„ფლანგვის დეტექტორი“ ინფორმაციას ავრცელებს:
„ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, 60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება.
რთველის სუბსიდირების პროგრამა 2008 წელს დაიწყო და მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება იყო და პროგრამა უკვე 15 წელია გრძელდება.
პროგრამის ბენეფიციარები ხშირად ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები ან სხვა გზით დაკავშირებული პირები და კომპანიები არიან, რომლებიც ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის ნაცვლად, ღვინის ექსპორტს ისევ რუსეთში ეწევიან.
მაგალითად, მოსავლის მართვის კომპანიამ 2022-2023 წლებში – 4,496,000 ლარის ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან, ხოლო 615,900 ლარის ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან გააფორმა.
ორივე კომპანია რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქესთან, ვახტანგ კარიჭაშვილთან არის დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი 120 პროცენტზე მეტით გაზარდა.“
კომენტარები