ოციფიალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსული ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 107 ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4474 პირს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს რუკა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს აღრიცხავს და ვიზუალურად, რეალურ დროში გვთავაზობს.
ამისათვის რუკა იყენებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიისა და სხვა წყაროების მონაცემებს, ისევე როგორც გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის კარტირებას.
წითელი წერტილებით აღნიშნულია გავრცელების ზონები; წერტილის ზომა შეესაბამება გავრცელების შედარებით ზომას. დაკლიკების შემთხვევაში, ნახავთ ინფორმაციას რეგიონის შესახებ.
კომენტარები