რუმინეთის სპორტის მინისტრი, იონუც სტროე ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემაში პირდაპირ ეთერში საუბრობდა სახლიდან, რა დროსაც შემთხვევით ვიდეოკამერა მაგიდიდან გადმოვარდა, და გამოჩნდა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელს შარვალი არ ეცვა და ტრუსებში გამოწყობილი აძლევდა ინტერვიუს ჟურნალისტებს.
იონუც სტროე კოროანვირუსით გამოწვეული მკაცრი იზოლაციის განმავლობაში სპორტული დაწესებულებებისა და სპორტული ღონისძიებების, მათ შორის ფეხბურთის ჩემპიონატის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა.
კომენტარები