Reuters-სი ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა.
“ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტები, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის”. – თქვა დინკუმ.
ოქტომბრის დასაწყისში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინისთვის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა. ამ განცხადებამ პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
კომენტარები