რუს კომიკოსს, გარიკ ოგანისიანს, უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაწერა და საზოგადოებას მიმართა შეკითხვით, ჰქონიათ თუ არა მსგავსი შემთხვევა და როგორ იქცევიან?
ოგანისიანი საქართველოში სომხეთიდან ცდილობდა შემოსვლას.
„გადავწყვიტე სომხეთ-საქართველოს საზღვრებს შორის ვიცხოვრო ჩემს ძაღლთან ერთად“, – წერს ის ტვიტერზე.
ოგანისიანმა ქართველი მესაზღვრეების მიერ გაცემული დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ მას საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა კანონმდებლობით განსაზღვრული „სხვა მიზეზით“, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე არშემოშვებაზე ყველაზე გავრცელებული პასუხია.
რადიო თავისუფლება.
კომენტარები