ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი, ჟურნალისტებთან ამბობს:
“ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის ომის მახინჯი სახე, რომელიც კვლავ ამოიფრქვა ჩვენს საზღვრებთან. რუსები ბომბავენ და ესვრიან საავადმყოფოებს, სახლებს, სკოლებს. მსხვერპლია უამრავი სამოქალაქო პირი. ეს ომის წარმოების ბარბაროსული გზაა.
პუტინმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი. ჩვენ დავრჩებით ერთიანები ამ მოწოდებაში. შეწყვიტოს ომი, რათა თავიდან ავიცილოთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა”.
უმაღლესმა კომისარმა ასევე თქვა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო მალე დაიწყებს მისიას ადამიანის უფლებათა დარღვევების შესაფასებლად.
კომენტარები