“სირცხვილიას” წევრი, შოთა დიღმელაშვილი:
“ჩემი კოლეგები გაკვირვებულები არიან, როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ეკონომიკური ზრდაო, პრემიერს უთქვამს.
კი მაგრამ თავად ხელისუფლება რა პასუხს სცემს ამ კითხვას? რამე განსაკუთრებული წარმოება ან საინვესტიციო რაუნდი გააკეთეს?
საქართველოს ექსპორტი მცირდება, ეკონომიკა იზრდება რუსული გავლენის ზრდის პროპორციულად.
რუსების მოყრილ ამ ხურდებად გვიღირს თავისუფლება?
მხოლოდ ევროკავშირმა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკას $3.5 მილიარდი მოუტანა. დასავლური მილიარდების რუსული მილიონებით ჩანაცვლების იმ ვიწრო კვეთაში ვართ, ჯერ ეს ორი წყარო რომ კოჰაბიტირებს.”
კომენტარები