მარიუპოლში ოკუპანტებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შენობას დაუმიზნეს. ინფორმაციას The Telegraph–ი დღეს ავრცელებს.
“მტრის თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას, რაც მიუთითებს დაჭრილების ან სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული ტვირთის არსებობაზე”. – თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ.
უკრაინის ოფიციალურ პირს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდა თავდასხმა. მისი თქმით, ჯერ უცნობია შეტევის შედეგად რამდენი დაშავებული ან გარდაცვლილია.
რუსების სამხედრო ძალებმა სამხრეთ საპორტო ქალაქს ალყა შემოარტყეს. დაბომბვებს მინიმუმ 5,000 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეიძლება იყოს 10,000-მდე.
კომენტარები