ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსული ჯარები სევეროდონეცკის 70%-ზე მეტს აკონტროლებენ, ასევე, გაძლიერდა ლისიჩანსკის დაბომბვა.
რუსები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს, მაგრამ არა მთელ ქალაქს“, – თქვასერგეი გაიდაიმ.
მისი თქმით, დაბომბვის გამო ჰუმანიტარული ტვირთის მასობრივი ევაკუაცია და მიწოდება შეუძლებელია. სამხედროები დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გაყვანას ახერხებენ. რაც შეეხება აზოტის ქარხანას, იქ 500-მდე მცხოვრები რჩება, მათგან 40 ბავშვია.
რუსებმა იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით მიიტანეს. ოკუპანტების თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ასევე, დნიპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა.
კომენტარები