ანალიტიკოსი გია ნოდია:
„მეჩვენება, რომ კაფეებში და ქუჩებში რუსების კონცენტრაცია რამდენადმე შემცირდა?“
კომენტარებში, გია ნოდია, წერს:
“ერთ რუსთან მქონდა კონტაქტი ამ დღეებში, ვინც თქვა, რომ ამ დღეებში მიდის, რადგან თბილისში ბინები ძალიან ძვირია და ვერ წვდება.
მოკლედ, რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:
(1) რუსების საქართველოში მიგრაციის პიკმა გადაიარა, ანუ მეტი რუსი მიდის (უმეტესად, მესამე ქვეყნებში), ვიდრე მოდის;
(2) ტურისტული სეზონის პიკმაც გადაიარა, თუ ადრე ბევრი რუსი ტურისტი იყო და არა მიგრანტი, მათმა რაოდენობამაც იკლო;
(3) ბევრ მიგრანტს თბილისი ცენტრში ბინის დაქირავების ფული არა აქვს, ამიტომ გადაინაცვლეს გარეუბნებში და რეგიონებში;
(4) რუსებმა „თავისი“ კაფეები გახსნეს, ამიტომ ჩვენ რომ დავდივართ, იმ კაფეებში ნაკლებად ჩანან.
რომელია ამათგან მთავარი ტენდენცია, ამას კვლევა სჭირდება.”
კომენტარები