ოკუპირებული მელიტოპოლიდან რუსმა სამხედროებმა სამეურნეო ტექნიკა, მათ შორის ტრაქტორები, მოიპარეს და ჩეჩნეთში წაიყვანეს, თუმცა ისინი ტექნიკის გამოყენებას ვერ შეძლებენ, რადგან მეპატრონემ ის დისტანციურად დაბლოკა. ინფორმაციას CNN უკრაინელ ბიზნესმენზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით,რამდენიმე მანქანა ახლოს მდებარე სოფელში წაიყვანეს, რამდენიმე 700 მილის მოშორებით ჩეჩნეთში.
როგორც CNN-ს წყარო უყვება, როდესაც დამპყრობლებმა ტრაქტორი ჩეჩნეთში წაიყვანეს, შემდეგ კი მათ აღმოაჩინეს, რომ მათი ჩართვაც არ შეეძლოთ, რადგან დისტანციურად იყო დაბლოკილი
კომენტარები