საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“დღეს შინდისის გმირული ბრძოლის დღეა, სადაც რამდენიმე ათეულმა გმირმა სამხედრომ რუსულ-სეპარატისტული დანაყოფების სწრაფი წინსვლა შეაჩერა და ორსაათიან ბრძოლაში რიცხობრივად რამდენჯერმე აღმატებულ მტერს თავდადებული წინააღმდეგობა გაუწია. რუსებს ეგონათ ბევრად დიდი დანაყოფი იდგა იქ და დამატებითი ძალები ჩართეს იერიშში, არადა ბრძოლის შემდეგ მხოლოდ 17 დაღუპული გმირის ცხედარი დახვდათ.
დიდება დაღუპულ თუ ცოცხალ გმირებს.
ნებისმიერ დროს ალბათ მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ ხოლმე არის შემდეგი: სხვა, გარდასულ დროში მცხოვრებ გმირებთან ერთად, მათ რომ დღევანდელი საქართველოსათვის შეეხედათ იამაყებდნენ თუ არა რომ მისთვის თავი გასწირეს?
არ აქვს მნიშვნელობა რომელ დროებაში ვკითხავთ ამას საკუთარ თავებს, მაგრამ უნდა ვკითხოთ ხოლმე. სულ რომ ასი წელიწადი გავიდეს მაინც. ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს ეს და ძლიერი ქვეყნის შენებაში დაგვეხმარება. შენს წინამორბედ გმირს თუ შერცხვებოდა შენი და შენ მიერ შექმნილისათვის სიკვდილზე დაფიქრდებოდა ესე იგი არასწორ გზაზე დგახარ.
დიდება დაღუპულ თუ ცოცხალ გმირებს.
მარადიული ხსენება მათ სახელს.”
კომენტარები