სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანი Respekt-თან ამბობს:
“არაერთი საქონელი, რომელიც ადრე პირდაპირ რუსეთში შედიოდა, ახლა სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების გავლით შედის. მაგალითად სასმელები, რომლებსაც სანქციები არ შეხებია, 2022 წლის თებერვლამდე სასმელები რუსეთში პოლონეთისა და ბელარუსის გავლით შედიოდა, ახლა კი სომხეთის გავლით იგზავნება. საქმე მხოლოდ გამტარი გზების ცვლილებაში არ არის, ევროპული გადამზიდების უმრავლესობა რუსულ ბაზართან პირდაპირ თანამშრომლობაზე უარს ამბობს. რუსული გადამზიდებს კი პოლონეთში საქონელი ვერ ჩააქვთ. შესაბამისად, შეიქმნა ახალი ლოგისტიკური მარშრუტები, მათ შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. თუმცა, რაც შეეხება სანქცირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, ვცდილობთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ ვიმოქმედოთ. ვთანამშრომლობთ როგორც ევროკავშირთან და აშშ-სთან, ასევე, რუსეთთან. ჩვენ ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანა ვართ და რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გვაქვს. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ რუსული ბაზარი იქ, სადაც ეს შესაძლებელია. სანქციები კი ჩვენი წითელი ხაზია. ჩვენ ამას რუსებს ხაზგასმით ვეუბნებით – თქვენთვის ზიანის მოყენება არ გვსურს, თუმცა, ვერ დავუშვებთ, რომ სომხეთს სანქციები დაუწესდეს. ამაში საიდუმლო არაფერია”.
კომენტარები