ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი წერს:
ვინც ფიქრობთ, რომ მედვედევის სახელით სოც ქსელებში გაკეთებული განცხადება იმპერიის აღდგენის პროქტისა და მასში, მათ შორის, საქართველოს ნაწილ-ნაწილ შეთრევის შესახებ შემთხვევითობა ან ვიღაცის ბოროტი ხუმრობაა, ჩემი აზრით ან ძალიან გულუბრყვილოები ხართ, ან უბრალოდ სიმართლეს არ გინდათ გაუსწოროთ თვალი. ისე, ხომ არ გაგიგიათ, რუსებს ხომ არ დაუკავებიათ ის “ბოროტმოქმედი”, ვინც თურმე “გატეხა” რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, პუტინის მოადგილის, მედვედევის ექაუნთი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა აქვს? ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები, თორემ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს, თან ვილოცოთ უკრაინის გამარჯვებაზე, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ლამის ერთადერთი გარანტია.
კომენტარები