უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს მიმართავს:
“გერმანიის კანცლერმა რუსეთის მიერ უკრაინაში შემოჭრაზე ისაუბრა და განაცხადა რომ ევროპას მსგავსი რამე ბოლო 75 წლის განმავლობაში არ უნახავს. ეს სიმართლეა, თუმცა სრული სიმართლე არა. ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, ადამიანის უფლებებისა და ერთიანობის წინააღმდეგ დაწყებული ომია. უკვე ორი დღეა ჩვენი სახელმწიფოს მასშტაბურად უტევენ. ტანკების კოლონა და საჰაერო იერიშები ძალიან ჰგავს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქმედებებს…
დასავლელმა მეგობრებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. რუსული ტანკები მშვიდობიან მოქალაქეებს უტევს. ევროპამ კონკრეტულად უნდა იმოქმედოს რათა ეს აგრესია შეჩერდეს. რუსებს ვიზები უნდა გაუუქმონ და SWIF-ის პროგრამიდან უნდა გათიშონ. რუსეთის ელჩები უნდა გაიწვიონ, ნავთობის ემბარგო დაუწესონ და იზოლაციაში მოაქციონ. როდესაც კიევი იბომბება, ეს ევროპას ეხება. მოვიპოვოთ მეტი დაცვა ევროპისთვის და უკრაინისთვის. ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად, დაიცვათ ევროპის უსაფრთხოება. დაიცავით თქვენი თავი, ისევე როგორც ჩვენ უკრაინელები ვიცავთ. მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და შევაჩეროთ ადამიანების ხოცვა”
კომენტარები