ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ საქართველომ წელს რუსეთისგან 337 მილიონის ნავთობ პროდუქტები იყიდა და რაც შარშანდელთან შედარებით 300%-ით მეტია. საერთო ჯამში კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთში სხვადასხვა რუსული პროდუქციის შესაძენად, ერთ მილიარდზე მეტი გადაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 68%-ით მეტია.
ირკვევა, რომ რუსული საწვავის წილი საქართველოში 45,3 %-ია. ბიზნესი ამას იმით ხსნის, რომ რუსეთიდან ნავთობის შემოტანა მარტივია, ფასი კი დაბალი, თუმცა რუსული იაფი ნავთობი მოსახლეობისთვის ისევ კატასტროფულად ძვირი ღირს.
44.4 მილიონი დოლარი გადაუხადა საქართველომ რუსეთს ფქვილისთვის, რაც წინა წელთან 1,200% ით მეტია. 199% გაიზარდა ნაყიდი ქვანახშირი, ომის შემდეგ საქართველომ რუსეთისგან ყველა პროდუქტის უფრო მეტად ყიდვა დაიწყო, მაგალითად შემოვიდა 29 მილიონი დოლარის მარგრინი, რაც შარშანდელთან შეადრებით 549%-ით მეტია.
საქსტატის მიხედვით, რუსეთთან ვაჭრობის მაქსიმალური ნიშნული აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთმა საქართველოსგან 193 მილიონი დოლარი მიიღო. 34.2 მილიონამდე გაიზარდა წელს რუსეთში გაგზავნილი მანქანების რაოდენობაც.
მთავარი არხი.
კომენტარები