რუსეთის ფედერაცია 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციის ექსპორტს კრძალავს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალვა ძალაში 2022 წლის ბოლომდე იქნება.
ექსპორტზე აკრძალვა არ შეეხება ევრაზიული კავშირის წევრებსა და დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა შეეხება მსოფლიოს სხვა ყველა ქვეყანას, რეგიონის ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა საქართველო და აზერბაიჯანი.
ექსპორტის აკრძალვა დასავლური სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საპასუხო ნაბიჯია.
რუსული მედიის თანახმად, აკრძალულ საექსპორტო სიაში შედის ტექნოლოგიური, სატელეკომუნიკაციო, სამედიცინო, სატრანსპორტო, სოფლის მეურნეობის, ელექტრო და სხვა ტიპის მანქანა-დანადგარები, მათ შორის სარკინიგზო ვაგონები და ა.შ.
კომენტარები