“რუსეთი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს” – ღარიბაშვილი

53 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. აღიარებას ეხმაურება და წერს:  “რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”