აშშ-ს სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენი რუსეთ–უკრაინის მეხუთე რაუნდს ეხმაურება და ამბობს:
“აშშ-ს არ დაუნახავს იმის ნიშნები, რომ რუსეთი სერიოზულად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებში ჩართული და მოლაპარაკება “ეფექტური გზით მიიწევდეს წინ.
ერთია ის, რასაც რუსეთი ამბობს და მეორეა ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელს ვაქცევთ ყურადღებას. რუსეთის მიერ კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირება, შეიძლება, იყოს საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღება გადაატანინოს და მოატყუოს ხალხი, რათა იფიქრონ, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. თუ მათ სჯერათ, რომ უკრაინის აღმოსავლეთი და უკრაინის სამხრეთი ნაწილის დამორჩილების მცდელობა შეიძლება წარმატებული იყოს, მაშინ ისინი კიდევ ერთხელ იტყუებენ საკუთარ თავს“
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მოუწოდა, რომ ახლავე შეწყვიტოს აგრესია, თავდასხმები, სამხედრო ძალებმა უკან დაიხიონ და მოლაპარაკებებში ჩაერთონ.
“რუსეთის მიერ კიევის დაჯგუფების გაყვანა არის მორიგი ფლიდობა” – გიორგი თავდგირიძე
კომენტარები