კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა , რომ რუსეთი აუცილებლად უპასუხებს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.
“რუსეთი აუცილებლად უპასუხებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს”. – თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებსა და რუსული ელიტის წევრებს ახალი სანქციები დაადო.. სანქცირებულ პირთა შორის პუტინის ორი შვილი, მარია პუტინა და კატერინა ტიხონოვა მოხვდნენ. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.
სანქციების ახალი ტალღა, რომლის მიზანიც რუსეთსა და პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელის თქმით, აშშ-ს აქვს საფუძველი, სჯეროდეს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ქონებისა და აქტივების ნაწილს ოჯახის წევრებზე აფორმებს.
კომენტარები