რუსეთი ჩეხ დიპლომატებს აძევებს. ოფიციალურმა მოსკოვმა ჩეხეთის საპასუხოდ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.
რუსეთის ამ ნაბიჯს წინ ჩეხეთის მიერ 18 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება უძღოდა. პრაღაში აცხადებენ, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობენ და, სავარაუდოდ, 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებაში მონაწილეობდნენ. ოფიციალური მოსკოვი ჩეხეთს აკრიტიკებს და ბრალდებებს უარყოფს.
კომენტარები