ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“რუსეთი ჩვენი ჯერჯერობით არაოკუპირებული ტერიტორიების ახალ ოკუპაციას გეგმავს.
ოკუპაციისთვის საჭირო წინა პირობების შესრულების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
ახალი ოკუპაციის გეგმის მიხედვით, საოკუპაციო ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 208 000 000 კვადრატულ მეტრს (208კვ.კმ)
ახალი ოკუპაციის გეგმა მოიცავს სამაჩაბლოსთან მოსაზღვრე ოთხივე რეგიონს – ზემო რაჭას, ზემო იმერეთს, შიდა ქართლს და მცხეთა-მთიანეთს.
ამჯერადაც წარმოგიდგენთ ზემო რაჭის მიწების ოკუპაციის რუსებისეულ ხედვას, მომზადებული გეგმის ნაწილს, რომელშიც მოიაზრება მთელი მამისონის უღელტეხილის ოკუპაცია და ახალი ოკუპაციის ხაზის გადმოწევა შოვამდე.
მესმის, რომ საკმაოდ შემაძრწუნებლად ჟღერს ეს ყოველივე, ალბათ უმეტესობა ჩვენგანს რთულად თუ წარმოუდგენია, რომ რუსები კიდევ ამდენი ტერიტორიის წართმევას აპირებენ, მაგრამ სინამდვილეში, აგრესორი, ტერორისტი სახელმწიფო სახელწოდებით რუსეთი არა მხოლოდ ამ 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას გეგმავს, არამედ თუ შანსი მიეცემა, მთელს ჩვენს ქვეყანასაც დაიპყრობს..
ამიტომ, ვფიქრობ ჯობს აქედანვე ვიფიქროთ რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, თორემ ეს ქოცკოლაბორაციონისტი მთავრობა რომ არც არაფრის გაკეთებას აპირებს, ეს ცხადზე ცხადია.
მეტიც, ამ გეგმაზე ჩვენ წელიწადნახევარია ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხროდ, რეაგირება ფაქტობრივად ნულოვანია.
ამ გეგმის განხილვის და მომზადების ვიდეო ჩანაწერი გაგვაჩნია, საიდანაც მოხდა ოკუპაციის ახალი გეგმის გადმოტანა და მისი გასაჯაროვება, ასე რომ, თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, შეუძლია ამ პოსტის ქვეშ განთავსებულ კომენტარში ნახოს 1 საათიანი ვიდეო და დარწმუნდეს ამ გეგმის სინამდვილეში.
მ/წ-ის 2 მარტს, სეპარატისტულმა, ე.წ. “სადელიმიტაციო კომისიამ” უკვე შეიტანა ეს პროექტი თავისავე ე.წ. “პრეზიდენტთან” ხელმოსაწერად.
მექანიზმი მოქმედებაშია მოყვანილი.
როდის დაიწყება ოკუპაციის ახალი ეტაპი, უცნობია.
მაქსიმალური ყურადღება და მობილიზება რომ გვმართებს, ეჭვგარეშეა, ამ მთავრობისგან ოკუპაციის ეს ეტაპიც რომ ხელშეწყობილი იქნება, მგონი ეჭვი არავის ეპარება.
ჩვენ,ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ვაგრძელებთ ყოველდღიურ პატრულირებას, მაგრამ სამწუხაროდ, ოკუპაციის ხაზის 400ვე კილომეტრის კონტროლი წარმოუდგენელია.
ჩვენი ვარაუდით, ოკუპანტები ოკუპაციის შემდეგ ეტაპს დაიწყებენ იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩემთვის და ალბათ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გაგუგებარი მიზეზების გამო არ დგანან და არ აკონტროლებენ ოკუპაციის ხაზს.
(კონტროლი ხორციელდება შიდა ქართლში, სინაგურისა და ახალგორის გამშვებ პუნქტებთან)
ანუ, ოკუპაცია დიდი ალბათობით დაიწყება პირველ რიგში ზემო რაჭის მაღალმთიანეთში, საჩხერის რაიონის ჯრიას ტყეში, მცხეთა-მთიანეთში ოკუპაციის ხაზთან მდებარე ფაქტობრივად ნებისმიერი სოფლისა თუ ტყის მასივის მიმდებარედ.
ამ პროცესის შეფერხება ან თუნდაც საერთოდ შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის სრულიად საზოგადოების ძალისხმევა არის საჭირო, ვინაიდან ხელისუფლება ოკუპაციის საფრთხის ყრუ იგნორირების რეჟიმში არის გადასული.
უნდა გვახსოვდეს!
ძალა ჩვენშია!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
კომენტარები