უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამბობს:
“მოსკოვმა ნათლად აჩვენა თავისი ამბიცია, დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, იმისთვის, რომ ევროპა არ იყოს თავისუფალი ერებისა და დემოკრატიების ადგილი, იმისთვის, რომ დაარღვიოს ევროპის ერთიანობა. ამისთვის ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის. რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, ომების დაწყებით და კონფლიქტის გაყინვით. რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, დაახრჩო და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ტერიტორიების მისაკუთრებას.”
კომენტარები