ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.
ჟიგიმანტას პავილიონისი ფორმულასთან საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნება გადახედავს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და საბოლოოდ შეასრულებს მიშელის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
პავილიონისი ურჩევს საქართველოს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების – “ევროკავშირისა და აშშ-ის რჩევები და რეკომენდაციები”.
„თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს, უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირისა და აშშ-ის რჩევები და რეკომენდაციები, რადგან ისინი თქვენი პარტნიორები არიან. ისინი იცავენ თქვენს სუვერენიტეტს, თქვენს რეფორმებს და მხარს უჭერენ მათ.
იმედი მაქვს, ქართული ოცნება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდება ევროინტეგრაციისთვის, მმართველი პარტია კი შეასრულებს ყველა იმ პირობას, რომელსაც ხელი მოაწერა.
ჩვენ ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის, რომ ავტოკრატიული რეჟიმები აღმოსავლეთში და პირველ რიგში, რუსეთი, ეცდება რომ დაგყოთ და იბატონოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი შიდა ერთიანობა, ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულობა, მედიის უფლებების დაცვა და დემოკრატიის დაცვაა. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეწყდეს სიძულვილი”, – ამბობს პავილიონისი.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები