უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ რუსეთი გაუპატიურების, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენებაში დაადანაშაულა და ქალაქ ირპინში ვიზიტისას, კითხვას, იყო თუ არა გაუპატიურება რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია ომში, მან უპასუხა:
“დარწმუნებული ვარ, რეალურად ეს იყო სტრატეგია. ბრალდებები მოიცავს ქალების, მამაკაცების, ბავშვებისა და მოხუცი ქალების გაუპატიურებას. პუტინი 21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავეა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიის დანაშაულზე, ყველამ ვიცით ვინ დაიწყო ეს ომი და ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია“
კომენტარები