გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, შესაძლოა, რუსეთი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ოთხშაბათს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტყვეების სასამართლო პროცესს გეგმავდნენ, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების მიმართულებით, ამბობს, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ მარიუპოლის ფილარმონიის დარბაზში ლითონის კონსტრუქციები მონტაჟდება:
“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ რუსეთის ფედერაცია და დონეცკში მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები გეგმავენ – შესაძლოა, უახლოეს დღეებში – გაასამართლონ უკრაინელი სამხედრო ტყვეები მარიუპოლში, “საერთაშორისო ტრიბუნალის” იარლიყით”
კომენტარები