“რუსეთი აპირებს, ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარებას,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დამტკიცებულ ახალ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში წერია.
აქვე წერია, რომ “მოსკოვი აპირებს შეინარჩუნოს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც “რუსეთის ფედერაციის მიმართ კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებენ”.
“რუსეთი აპირებს ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარებას, EAEU წევრი ქვეყნებისა და დსთ-ს წევრი ქვეყნების განვითარებას, რომლებიც კარგ მეზობლურ ურთიერთობას ინარჩუნებენ რუსეთთან, ასევე განვითარებად ქვეყნებთან, რომლებიც ახორციელებენ კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ”, – წერია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი ასევე გეგმავს “აფხაზეთის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოვლისმომცველ მხარდაჭერასა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, ამ სახელმწიფოების ხალხების ნებაყოფლობითი არჩევანის ხელშეწყობას რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ”.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები