რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებული უცხოელი პაციენტების დეპორტაციისთვის ემზადება- აღნიშნული დებულება დამტკიცებულია რუსეთის მთავრობის მეთაურის, მიხეილ მიშუსტინის მიერ, რათა ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის პრევენცია მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პრემიერ მინისტრის თქმით, ზემოხსენებული ვირუსი საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს და მათი უსაფრთხოებისთვის უნდა მიიღონ რადიკალური ზომები.
რუსეთის მთავრობის მეთაურის აზრით, ქვეყანას ყველანაირი რესურსი გააჩნია დაავადებასთან ბრძოლაში. კორონავირუსით ინფიცირების უკვე ოფიციალურად 2 შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში.
კომენტარები