“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აგვისტოს ომის 13-წლისთავს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი დღემდე ცდილობს საქართველოს გუბერნიად ქცევას. მისი სიტყვებით, ამ პერსპექტივიდან თავის დაღწევა მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი.
“13 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ბოლო ომიდან.
ქართველმა ვაჟკაცებმა თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, ჩვენს მომავალს!
უყოყმანოდ დადეს თავი სამსხვერპლოზე სამშობლოსათვის ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც არ დასრულებულა და ახლაც გრძელდება.
ბოლო დღეებში რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს კვლავ დაჩოქების მცდელობა.
რუსეთი კვლავ ცდილობს ჩვენს
ქცევას იმპერიის “დაჩად” – სააგარაკო გუბერნიად, სადაც ივლიან დასასვენებლად, “ხაჩაპურისთვის”..
ამ შავბნელ პერსპექტივას თავს დავაღწევთ მხოლოდ ბრძოლით.
სხვანაირად ტყუილად დაღვრილად იქცევა 13 წლის წინ და საერთოდ საუკუნეების მანძილზე, არაერთ ბრძოლის ველზე დაქცეული სისხლი.
დიახ, დიდება გმირებს, მაგრამ არ შეიძლება სიტყვით ვადიდოთ და უმოქმედობით ჩრდილი მივაყენოთ მათ ხსოვნას
გმირები უნდა ვადიდოთ ჩვენი ბრძოლით, შეურიგებლობით!”, – ნათქვამია ნიკა მელიას მიმართვაში.
კომენტარები