გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი:
“რუსეთი მხოლოდ უკრაინის ფრონტზე არ მარცხდება! მოგეხსენებათ, კვიპროსზე მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრის არჩევნები შედგა (კვიპროსი ის უნიკალური შემთხვევაა, სადაც მწყემსმთავრის არჩევნებში კვიპროსის მოქალაქეები მონაწილეობენ). რუსეთს კვიპროსზე ძალიან დიდი გავლენები აქვს (რუსი ბიზნესმენები აქტიურად იყენებენ ამ ულამაზეს კუნძულს თავისი ბნელი ტრანზაქციებისთვის), რაც საეკლესიო პროცესებზეც პირდაპირ აისახება. მთავარეპისკოპოსის არჩევნებში რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან კი პაფოსის მიტროპოლიტი – გიორგი, კატეგორიულად მიუღებელი იყო რუსული მხარისთვის. საბედნიეროდ, როგორც ბერძნული და კვიპროსული მედია-საშუალებები იტყობინებიან, აქაც ,,ჰაიმარსი” მოხვდა რუსეთს და ამ უძველეს ეკლესიას პაფოსის აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტი- გიორგი უხელმძღვანელებს. კვიპროსის წყალი გადმოსხმოდეს სრულიად სამართლმადიდებლოს! Άξιος!”
კომენტარები