Meduza რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხელისუფლება აპირებს საზღვრების ჩაკეტვას მობილიზაციის ასაკის კაცებისთვის.
მისივე ცნობით, აკრძალვის შემოღების სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.
მეორე წყარო, რომელიც ასევე დაახლოებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ამბობს, რომ ეს მოხდება “რეფერენდუმის შემდეგ”, რომელიც ტარდება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლების 27 სექტემბერს საღამოს დასრულდება.
წყაროები ამბობენ, რომ რუსეთიდან გასასვლელად კაცებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან ნებართვა უნდა მიიღონ.
კომენტარები