პარლემენტის ყოფილი თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” მოქმედი თავმჯდომარე არ პასუხობს პარლამენტში დასმულ კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი და ამბობს:
“თუ შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი ასეა გასაზომი, თითო ტერმინით, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში. რატომ არ ხსნი კაცო? – მტერი თუა იმას ეომები. ხო ხვდებით რას ვამბობ?
მტერს აქვს სხვადასხვა გაგება, თქვენ კი ცალსახად მეკითხებით რაღაცას. მტრის ერთი გაგებაა, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგება არის რომ გაქვს ორგანული დაპირისპირება და ასე შემდეგ…
მე ამ ანალიზში შემოვდივარ, თქვენ მეუბნებით, მტერია თუ მოყვარე, ბიძაშვილია… არ არის მარტივი კითხვა. არც ის მითქვამს, რომ რაღაცას ვუწოდებ, არ ის მითქვამს, რომ რაღაცას არ ვუწოდებ, მით უმეტეს რომ ასეთი რიტორიკის უკან დგას ეროვნული ინტერესი.”
წყარო – ტვ პირველი
ცნობისთვის, ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველი საფრთხედაა მოხსენიებული.
კომენტარები